„ფაიზერით“ ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო
საქართველოს 142 000-ზე მეტი რეგისტირებული მოქალაქის „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 37 ამცრელი პუნქტი. მობილიზებულია დამატებითი ამცრელი ბრიგადები.

ვაქცინის დოზები უკვე გადანაწილდა რეგიონებშიც. აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის და კახეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დილის 10 საათიდან დაიწყო. მათთვის, ვინც „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირება ვერ მოახერხა, სარეგისტრაციო პორტალზე ადგილები ორი დღის განმავლობაშიც დაემატება.

| Print |
FaceBook Twitter Google