კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირთა ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების საკითხს დღეს პარლამენტია კომიტეტებში განიხილავენ.

ამ ჯარიმებზე ამნისტია მათ შეეხებათ, ვისაც რეგულაციების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ.
საკითხის კომიტეტებში განხილვის შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სესიაზე გავა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი

| Print |
FaceBook Twitter Google