კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 22 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 22 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 2 ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტია, 8 - ხე-ტყის უკანონო მოპოვების, 12 კი - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების.ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა, ჯამში 76,3 კუბური მეტრი თხმელის (მურყანი), წითელ ნუსხაში შეტანილი ლაფნისა და წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინეს.

ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, სატყეო უბნებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს თხმელის (მურყანი) სახეობის 18 ერთეული ხე-მცენარე, 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე, 2 ერთეული წიფლის სახეობის ხე-მცენარე. ამავე მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს ჯამში 7 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის (წიფელი, რცხილა, მუხა) საშეშე-მერქანი.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლენილია საგარეჯოს, ახმეტის, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს, უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის (წიფელი. რცხილა, იფანი, მუხა) ხე-მცენარისგან დამზადებული, ჯამში - 15 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქნის ტრანსპორტირება.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შესაბამისი ოქმები.

| Print |
FaceBook Twitter Google