ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ტვ პირველის ოპერატორზე ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გია გიგუაშვილმა სასამართლო სხოდმაზე განაცხადა, რომ აღიარებს სისხლის სამართლის 154 მუხლით ჩადენილ დანაშაულს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაშუი ხელის შეშლას გულისხმობს.

მისი ადოკატი ლელა გოძიაშვილი საპატიმრო სასჯელის ნაცვლად 3000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას მოიხოვდა. გია გიგუაშვილი ამ ეპიზოდზე ბრალდებული 5 პირის მსგავსად საპატიმროში მინიმუმ 2 სექტემბრამდე იქნება. ამ დღეს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული. ამ დღეს გადაიხედება მათი აღკვეთის ღონისძიების სახეც - მოსამართლე კი გადაწყვეტს დატოვოს თუ არა ბრალდებულები პატიმრობაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

| Print |
FaceBook Twitter Google