გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან ოცი წელი გავიდა
დღეს გიორგი სანაიას მკვლელობიდან 20 წელი გავიდა. 2001 წლის 26 ივლისს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაცვლილი იპოვეს.

ჟურნალისტის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ხურცილავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის ცხრა ივლისს დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა. გიორგი სანაია “რუსთავი 2”-ში 1999 წლიდან მუშაობდა. მას “ღამის კურიერი” მიჰყავდა.

| Print |
FaceBook Twitter Google