ფაიზერით” ვაქცინაციაში კახეთის კიდევ 4 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება
ფაიზერით ვაქცინაციაში, 27 ივლისიდან კახეთის კიდევ ოთხი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება.ყვარლის, საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები რამდენიმე ასეულ დოზა ვაქცინას, დღეს მიიღებენ.

დღეიდან, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, თელავის მუნიციპალიტეტში.თელავში, ვაქცინაციის განხორციელებაში, რეფერალური ჰოსპიტალის გარდა, ყამბარაშვილის კლინიკაც ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ფაიზერით აცრა, კახეთში პირველად დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google