ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს- თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 40-50%-ს „დელტა“ შტამი აქვს.
მისი თქმით, „დელტა“ შტამი ყველა სხვა შტამს ანაცვლებს და ტენდენციები
ჩვენთანაც მსგავსია.
„თუ აქამდე ვსაუბრობდით, რომ დელტა შტამი დაახლოებით, 20%-ში
ცირკულირებდა, ახლა ეს უკვე იზრდება და სავარაუდოდ, 40-50%-იც კი
შესაძლოა იყოს დელტა შტამის გავრცელების მაჩვენებელი. ევროპის
ქვეყნები თითქმის უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომ „დელტა“ შტამი
ყველა სხვა შტამს ანაცვლებს, ასე რომ, ტენდენციები ჩვენთანაც
მსგავსია“, - განაცხადა მან.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 571 4
პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები