წნორში გზების რეაბილიტაცია სრულდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში „სარაჯიშვილის“, „მოსულიშვილის“, „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩების გზების რეაბილიტაცია სრულდება.
ამ დროისთვის ოთხივე ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის ორი ფენა დაიგო და სანიაღვრეები მოწყო.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელიც ოთხივე ქუჩაზე გზის საფარის და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს.

განახლებული გზებით 4000 ბენეფიციარი ისარგებლებს.


[R]
| Print |
FaceBook Twitter Google