კახეთში ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსამდე დაიწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, დღეს კახეთში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება.

ლაგოდეხში უმეტესად ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. უმეტესად წვიმიანი დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /