დღეს C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა
28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ევროპაში სანიმუშო სტატუსი მიენიჭა, ვინაიდან სკრინინგი ჩაუტარდა დაახლოებით 2,3 მილიონ ადამიანს.

მკურნალობაში ჩაერთო 74 ათასზე მეტი პირი, მათგან მკურნალობა 70 ათასზე მეტმა პაციენტმა დაასრულა. სრულიად განიკურნა დაავადებულთა 98.8%.
C ჰეპატიტის პროგრამის მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეებს დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულები/მსჯავრდადებულები; პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და/ან სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები.


სახელმწიფო მკურნალობას 100%-ით აფინანსებს და მოსარგებლეთათვის სრულად ანაზღაურებს: უახლესი თაობის ანტივირუსულ მედიკამენტებს; მკურნალობაში ჩართვამდე საჭირო დიაგნოსტიკურ კვლევებს; მკურნალობის პროცესში მონიტორინგისთვის საჭირო კვლევებს.

| Print |
FaceBook Twitter Google