ჯანმო ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელექტრონული სიგარეტის გაყიდვის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

ორგანიზაციაში სურთ, რომ ელექტრონულ სიგარეტზე ისეთივე რეგულაციები გავრცელდეს, როგორიც ჩვეულებრივ თამბაქოზე ვრცელდება.უწყების ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტი ხშირად პოზიციონირდება როგორც მიმზიდველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ამ დროს კი ელექტრონული სიგარეტის მოზარდი მომხმარებლები შემდგომში სამჯერ უფრო ხშირად ხდებიან თამბაქოს მწეველები.

ორგანიზაციაში ითხოვენ, რომ ქვეყნებმა მიიღონ ახალი ნორმატიული აქტები, რომელთა მიხედვითაც, ელექტრონული სიგარეტის კოლოფებზე ისეთივე გამაფრთხილებელი წარწერები გაჩნდეს, რომლის დატანაც ჩვეულებრივი სიგარეტის კოლოფებზეა სავალდებულო.

| Print |
FaceBook Twitter Google