„ფაიზერით“ ვაქცინაცია გურჯაანშიც დაიწყო
გურჯაანში ფაიზერით ვაქცინაცია დაიწყო. აცრები ჯეოჰოსპიტალსის რაიონულ საავადმყოფოში ტარდება.
ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის გელა ორველაშვილის თქმით, ვაქცინაცია წარმოებს სინოვაკის, სინოფარმის, ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინებით.,
„მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციის ჩატარებისკენ. ჩვენი სიახლე ის, რომ ყველა პიროვნება რომელიც ორჯერ ჩაიტარებს აცრას, მათთვის გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში სამედიცინო კვლევები 30 პროცენტიანი ფასდაკლებით იქნება. “

ფაიზერით ვაქცინაციის პროცესში დღეიდან საგარეჯოს ფილიალიც ჩაერთვება.

| Print |
FaceBook Twitter Google