კახეთში კოვიდინფიცირების 186 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1648 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით კოვიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 438, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 410 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 377 597, გარდაიცვალა 5 751 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google