ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ ჯაფარძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირება მოხდა.

„მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება. არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად.როგორ არ დავუშვათ ეს – ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“, – წერს ჯაფარიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google