საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2796 ადამიანი დაინფიცირდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 796 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 413 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 379 685, გარდაიცვალა 5 768 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google