ლაშა ბექაურს სეუ დეველოპმენტმა ბინა აჩუქა
ლაშა ბექაურს სეუ დეველოპმენტმა საჩუქრად ბინა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ავრცელებს.

“სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას) ქუჩაზე, 100 კვ.მ. ბინას. დიდი მადლობა ლაშას თავდადებული ბრძოლისთვის! ვამაყობთ და გვიხარია, რომ ის ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

| Print |
FaceBook Twitter Google