კახეთში კიდევ 178 ახალი კოვიდინფიცირებულია
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1359 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა – 413, იმერეთი – 263, ქვემო ქართლი – 152, შიდა ქართლი – 120, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 178, მცხეთა-მთიანეთი -58, სამცხე-ჯავახეთი – 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 147 საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 841, აჭარაში – 556, იმერეთში – 771. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 053 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 966 – თბილისში, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 8. სულ 6 ოქტომბრიდან – 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 978 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 523, პირი, აჭარაში – 3 539, იმერეთში – 2 110.

| Print |
FaceBook Twitter Google