საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 450 026 ადამიანმა ჩაიტარა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 17133-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 450 026 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 413 626 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 379 685, გარდაიცვალა 5 768 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

| Print |
FaceBook Twitter Google