„ფაიზერზე“ რვა ათასამდე ადამიანი დაიჯავშნა
საქართველოში გუშინ ღამიდან დღეს დილამდე „ფაიზერის“ ვაქცინაზე, დაახლოებით 8 366 ათასი ადამიანი დაიჯავშნა.

გუშინ ღამის 01:00 საათისთვის „ფაიზერზე“ 28 070 ადგილი დაემატა, დღეს დილისთვის [10:46 საათი] კი თავისუფალი ადგილების რაოდენობა 19 704-ს უტოლდება.

საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეულიათ. დღესდღეობით ასევე ბევრი თავისუფალი ადგილია „სინოფარმის“: „სინოვაკისა“ და „ასტრაზენეკას“ წარმოების ვაქცინაზე.

| Print |
FaceBook Twitter Google