ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

“მე ნიკა მელია ვტოვებ საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემივე ძალიან პრინციპული თხოვნით ჩვენი მეგრობრები ამ ეტაპზე რჩებიან პარლამენტში.აგერ ჩვენ და აგერ თქვენ, ორ თვეში რეფერენდუმში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ეს რეჟიმი დათმობს მართვის სადავეებს”, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

მისი თქმით საარჩევნო პროცესში ის ელენე ხოშტარიასთან ერთად ერთვება.
„მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუში მონაწილეობის მისაღებად“, – თქვა მელიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google