ვაპირებ დეიდა და ბებია ჩამოვიყვანო ემიგრაციიდან - ლაშა ბექაური
ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ამბობს, რომ ოლიმპიადაზე მოგებული ოქროს მედლისთვის გათვალისწინებულ მილიონ ლარს უპირველესად მოახმარს ბებიისა და დეიდის საქართველოში დაბრუნებას.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რაში დახარჯავს ერთ მილიონ ლარს, რომელიც მას მოგებისთვის გადაეცემა, ბექაური პასუხობს:
„პირველ რიგში, ბებიაჩემი არის საბერძნეთში და დეიდაჩემი, იქ მუშაობენ. ემიგრანტები არიან და მინდა, რომ ისინი ჩამოვიყვანო საქართველოში, არ მინდა, რომ ემიგრაციაში იყვნენ… ისე ზოგადად, არ მიფიქრია, ეს ჩემი პირველი სურვილია“, – აცხადებს ის.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს: აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 ივლისს განაცხადა.

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.



| Print |
FaceBook Twitter Google