თუშეთის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ავტოსატრანსპორტო სემტხვევა მოხდა, რის გამოც ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით „მიცუბიში დელიკას“ მარკის სვტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. დაშავებულია მძღოლი, ის სხეულის არეში მიყენებული დაზიანებებით სოფელ ომალოს სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / თუშეთი /