"ფორმულას" ფოტოგრაფზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
5 ივლისს "ფორმულას" ფოტოგრაფ ვახო ქარელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. მათ პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად მიმართა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე "ცხრა აპრილის" ბაღში, ტელეკომპანია "ფორმულას" ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - აცხადებენ შსს-ში.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 31 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google