ხვალ საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 168 000 დოზა შემოვა
ხვალ, ქვეყანაში „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google