უნდა შემოვიდეს წესად, ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი - ამირან გამყრელიძე
უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი - პირბადის ტარება და დისტანცია.
„ყველა ეპიდაფეთქების კერა იწყება დიდი თავშეყრებიდან, ქელეხიდან, ქორწილიდან, დაბადების დღის საღამოებიდან, გამოსაშვები წვეულებებიდან. ამიტომ, უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე სასურველია მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს. ეს ჩვენს ღონისძიებებზე უკვე დანერგილია“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google