თუ აგვისტოში გავაკეთებთ მილიონ აცრას სექტემბერს შევხვდებით უსაფრთხო სკოლით - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, თუკი ქვეყანაში მილიონი ადამიანი აიცრება, 15 სექტემბერს სწავლა უსაფრთხო გარემოში დაიწყება.

ამის შესახებ გამყრელიძემ, 30 ივლისს, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი სლოგანი უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო უნივერსიტეტები, შემოდგომაზე ეს ნიშნავს, რომ სკოლის მასწავლებელთა და არამარტო ისინი, მანდატურები, დამხმარე პერსონალი, ვინც არიან სკოლებში, 60-70% უნდა იყოს აცრილი. ისევე როგორც უნივერსიტეტებში – სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლების 60-70%, თუ გვინდა რომ ვიყოთ უსაფრთხოდ. გარკვეული მარათონი გავაკეთოთ ჩავერთვებით ჩვენც NCDC, ჩვენთან 60% უკვე არის აცრილი. მე არა მაქვს უფლება სკოლების ხელმძღვანელებს, ან ვინმეს რამე დავავალო მე მხოლოდ მოვუწოდებ. ყველაფერი შესაძლებელია თუ მოვინდომებთ, თუ აგვისტოში გავაკეთებთ მილიონ აცრას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ 15 სექტემბერს შევხვდეთ უსაფრთხო სკოლით“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / სწავლა /