თუ სამ თვეში სამ მილიონ აცრას გავაკეთებთ, სრულად შევაკავებთ პანდემიის ყველა მაჩვენებელს- გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, უნდა შევეცადოთ, რომ მომდევნო სამი თვე – აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, აცრების მაქსიმალური რაოდენობა ჩატარდეს.

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესის სამი სამიზნე სცენარის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ ისაუბრა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ეს ჩვენ დავყავით სამ სამიზნედ: საუკეთესო და იდეალური იქნება, თუ ჩვენ მილიონ აცრას გავაკეთებთ თითო თვეში, სამ მილიონს – სამ თვეში, სრულად შევაკავებთ და გადავლახავთ ამ პანდემიის ყველა მაჩვენებელს;

შემდეგი სამიზნე არის 800 ათასი აცრა ყოველ თვეში, რომელიც ძალიან კარგი იქნება, მაშინ დღეში უნდა გავაკეთოთ 25-26 ათასი აცრა;

და მესამე, შედარებით მოკრძალებული, მაგრამ თუ ამასაც გავაკეთებთ, დამერწმუნეთ, რომ სერიოზულ შედეგებს მივიღებთ, ეს არის 600 ათასი აცრა, ეს ნიშნავს 300 ათასი ადამიანის აცრას ყოველთვიურად“.- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google