ახაშენში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში ხელოსანს სპეციალურ მოწყობილობაზე აწეული მანქანა დაეცა. მიყენებული დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, ჩაუტარდა ოპერაცია თუმცა მისი ადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

| Print |
FaceBook Twitter Google