სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა
დღეიდან დაიწყოდა 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საკანონდებლო მაცნეზე 28 ივლისს
გამოქვეყნდა.
დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა
მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო
სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27
წლამდეა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო
სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
მასალის გამოყენების პირობები