კახეთში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს დაუდასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 701 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 392, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 50, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 101, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 943 საიდანაც: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში მათ შორის მძიმე პაციენტია 1 214 პირი, ხოლი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 243 პირი.

2 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. გარდა ამისა 22 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი. სულ 6 ოქტომბრიდან - 1 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 171 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 423 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 386 998 გამოჯანმრთელდა, 5 876 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 506 780 ადამიანი, დღიურად აცრილია 11 126.

| Print |
FaceBook Twitter Google