ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია, რაც მიუღებელია - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სტატისტიკით მედიკამენტების ფასები გაზრდილია და მის შესამცირებლად რეალური გზების დასახვაა საჭირო.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს და იგი უახლოეს რამდენიმე დღეში მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

„მე არ მინდა წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400 პროცენტიანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ, ჩვენ ეს უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ფასები / წამალი /