შვილის ყოლაზე მიბმული სესხის სუბსიდირების პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ შვილის ყოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ სესხის სუბსიდირების დეტალებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, პროგრამა პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ბევრად შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას და თითოეულ ასეთ ოჯახში ახალშობილი იქნება არა მხოლოდ დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული პრაქტიკული სიკეთეების მომტანი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სუბსიდირების პირობები ასეთია:
1 სექტემბრიდან ვისაც ეყოლება შვილი, 12 თვის განმავლობაში სახელმწიფო სთავაზობს სესხის სუბსიდირებას. მაქსიმალური თანხა სესხის იქნება 200 ათასი ლარი; პირველი და მეორე შვილის ყოლის შემთხვევაში სუბსიდირება იქნება 6 პროცენტი; მესამე, მეოთხე და შემდეგ შვილზე იქნება, დაახლოებით, 8 პროცენტი;
მათ, ვისაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი, ახალშობილის ყოლის გარეშე სახელმწიფო სთავაზობს სესხის პროცენტის 2/3-ის სუბსიდირებას, რაც დაახლოებით 4 პროცენტია; სესხის პროცენტი დაიფარება 5 წლის ვადაში.

სუბსიდირება პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბავშვი / სესხი /