ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებული ქულების ნახვა აბიტურიენტებს ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

გამოცდის პასუხები ვებგვერდ naec.ge –ზე გამოქვეყნდა.

სისტემაში შესასვლელად, აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ხუთნიშნა პაროლი. რის შემდეგაც, მას საშუალება აქვს ნახოს საკუთარი ნაშრომის სკანირებული ასლი და გამოცდაში მიღებული ქულა.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (17.5 ქულაზე მეტი).

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

| Print |
FaceBook Twitter Google