კახეთში ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა
კახეთში, კორონავირუსით წნორის არქიმედეს კლინიკის მთავარი ექთანი გარდაიცვალა.

51 წლის ქალბატონს რამდენიმე დღის განმავლობაში ლაგოდეხის კოვიდ – მიმღებ კლინიკაში მკურნალობდნენ. ექიმების განმარტებით, გარდაცვლილს, მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა და მან ვირუსთან გამკლავება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრიდან დღემდე, კახეთში, კორონა ვირუსით, 157 ადამიანი გარდაიცვალა

| Print |
FaceBook Twitter Google