საჭიროა სამედიცინო პერსონალის და პედაგოგების აცრა - ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე, საჭიროა სამედიცინო პერსონალის, პედაგოგების, სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა.

აღნიშნული პროცესის პოპულარიზაციაში მთავრობასთან ერთად საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პარტიებიც უნდა ჩაერთონ. სახალხო დამცველის მიმართვა 3 აგვისტოს გამოქვეყნდა, სადაც ის იმუნიზაციის პროცესში უწყებების ხელმძღვანელების და პოლიტკოსების ჩართულობაზე საუბრობს.

„თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება! პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არა მარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

„პარალელურად, საჭიროა სწორი რეგულაციები, ასევე, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ დასაქმებული პირების აცრა უნდა წაახალისოს ან დაეხმაროს მათ რეგისტრაციაში! ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკების მითითებით)“, ამბობს ომბუდსმენი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ლომჯარია /