კახეთის სააღსრულებო ბიუროს ილია თავთეთრიშვილი უხელმძღვანელებს
კახეთის სააღმსრულებლო ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ილია თავთეთრიშვილი კახეთის ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა მოძღვრიშვილმა წარუდგინა.

ახალ ხელმძღვანელს საჯარო უწყებებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა უწყებაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. ილია თავთეთრიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში გაეცნობა თანამშრომლებს, სამუშაო სპეციფიკას და კახეთის ბიუროს აღმასრულებლებთან ერთად იზრუნებს, რომ სააღსრულებო წარმოება რეგიონში მაქსიმალურად ეფექტური და გამჭვირვალე იყოს.

ილია თავთეთრიშვილმა კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის თანამდებობა გამოცხადებულ საჯარო კონკურსში გამარჯვების შედეგად დაიკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google