პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც, პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა - პაატა იმნაძე
პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია

„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები რა თქმა უნდა არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 432903 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 390827, გარდაიცვალა 5948 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google