გახარიას გუნდს თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც შეუერთდა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვრდზე დაწერა.
„ ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ "ქართულ ოცნებაში" არის ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სწორ გზას აირჩევენ.“-წერს ის. 

თანამდებობა ცოტა ხნის წინ გურჯაანის მერის მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმაც დატოვა, რომელიც ასევე გახარიას გუნდში გადავიდა. 

| Print |
FaceBook Twitter Google