პედაგოგებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კოვიდსაწინააღმდეგო აცრისთვის წინასწარი ჯავშანი აღარ დასჭირდებათ
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი.

ახლადამოქმედებულ პუნქტებში საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სასურველი ვაქცინით აცრას შეძლებენ.

პედაგოგებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ. განათლების სამინისტროს მტკიცებით, ამ ეტაპზე მასწავლებელთა 20%-ზე მეტია აცრილი და პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები, რომელიც პედაგოგთა ვაქცინაციის მაჩვენებლებს ასახავს ასეთია: სკოლის პერსონალი – მინიმუმ 1 დოზით აცრილი – 1100; სრული დოზით აცრილი -282; ვადა 15 მარტი – 1 აგვისტო.

განათლების და მცნიერების სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google