შემოდგომის სემესტრის მობილობა 16 აგვისტოს დაიწყება
2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის მსურველ პირთა რეგისტრაციის პროცესი 16 აგვისტოს იწყება და 30 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. სტუდენტებმა მობილობისთვის უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – www.students.emis.ge. ეს პორტალი ხელმისაწვდომი 16 აგვისტოდან იქნება.

მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 თებერვალს. პორტალზე რეგისტრაციის ვადა: 2021 წლის 28 იანვრის 12:00 საათიდან – 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google