შესაძლოა ღია სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო გახდეს
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, კვლავ სავალდებულო გახდეს.

„ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს. რა თქმა უნდა, პირველი რეკომენდაციაა პირბადეების გამოყენება, მათი სავალდებულოობა როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვაც, მათ შორისაა ქორწილები და ქელეხები. საჭიროა, შეიზღუდოს დამსწრეთა რაოდენობა“, - აღნიშნავს ტიკარაძე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც შეზღუდვების თაობაზე იმსჯელებენ, მომდევნო კვირის სამშაბას გაიმართება. 22 ივნისის შემდეგ, გარე სივრცეებში, პირბადეების ტარება სავალდებულო აღარაა. თუმცა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში დარჩა.


| Print |
FaceBook Twitter Google