ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი -ეკატერინე ტიკარაძე
ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ვინაიდან, მოქალაქეების დიდი რაოდენობა უკვე აცრილია, ჩენ გავაკეთეთ მოკვლევა და მოგვეცა საფუძველი დაგვედგინა, თუ როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი.

ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილი არის მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების - 2,13 პროცენტი. კლინიკაში დღესდღეობით მკურნალობას გადის 95 პროცენტი იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან აცრილები. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად მძლავრი იარაღია ვაქცინაცია. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და ჩაერთონ ვაქცინაციაში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ვაქცინა /