აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ - ამირან გამყრელიძე
“აცრის გარეშე ჩვენ ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ამირან გამყრელიძემ პროგნოზებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თუ მომდევნო სამი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 2 მილიონ ნახევარი აცრა ჩატარდება, “ჩვენ ეპიდემიას სერიოზულად გავტეხავთ წელში”:

“როგორმე უნდა მოვახერხოთ, ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს ჩვენ სადღაც 600 000-650 000 აცრას გადავაბიჯებთ და სექტემბერში ეს უნდა ავიდეს აუცილებლად 800 000-900 000-მდე და შემდეგ კიდევ ოქტომბერში კიდევ ერთი ამდენი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, სულ მცირე, 2 მილიონ ნახევარი აცრა ჩატარდეს.

თუ ამას გავაკეთებთ – 2 მილიონ ნახევარი აცრა ნიშნავს მილიონ 250 000 ადამიანის აცრას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში.

ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის აცრებზე და, მეორე მხრივ, იმ წესებზე, რომელიც დაწესებულია”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.