ვაქცინაციის პროცესში წახალისება, მარათონები და ღონისძიებები იგეგმება - ამირან გამყრელიძე
ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა წახალისება, მარათონები და ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრების დღიური მაჩვენებელი 23 ათასზე მეტია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

“დღეს ოთხივე ვაქცინის ადმინისტრირება მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მუშაობს 195 სამედიცინო დაწესებულებაში 395 სრული ბრიგადით.აქტიურად გაიხსნა დიდი ამცრელი სივრცეები, დაემატა სამედიცინო უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, ტექნიკური უნივერსიტეტის, „ჰუალინგის“ ამცრელი სივრცე გაფრთოვდა და ა.შ. ახლა ჩამოყალიბების პროცესშია ქუთაისის, რუსთავის და ზესტაფონის ამცრელი სივრცეები. ასევე ზუგდიდში მუშაობენ დამოუკიდებელ ამცრელ სივრცეზე.
დღევანდელი ჩვენი აცრების გამტარიანობა არის 28 ათასი. ყველაზე მეტი აცრა გვქონდა 13 აგვისტოს 26524 ერთ დღეში. 24 სთ-ში არის 5083 აცრა. აგვისტოში ჩვენ გვაქვს აცრების საშუალო მაჩვენებელი 21 ათასი. 3-ჯერ მეტი, რაც ივლისში აცრების დღიური რაოდენობა გვქონდა. ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი გახლავთ 23 ათასზე ცოტა მეტი, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს. გვინდა, რომ დღიურად 30 ათასზე და მეტ მაჩვენებელზე ავიდეთ. ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიებებს, მარათონებს, წახალისებებს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამყრელიძე /