სპორტსმენები ვინც ოლიმპიადაზე ვერცხლი და ბრინჯაო აიღეს ფულად ჯილდოს მიიღებენ
ქართველი სპორტსმენები, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფულად ჯილდოს მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ოლიმპიადაზე წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას – ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა.

მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან, ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სახელით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, რომლებიც გიყურებენ თქვენ და სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ოლიმპიური თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შესაბამისად, სპორტსმენებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ჯამში 4 750 000 ლარი გადაეცემათ.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). ვერცხლის მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ბრინჯაოსი - ანტონ პლესნოიმ (ძალოსნობა).


| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.