საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა . ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, 20 აგვისტოს სითბოს ფონზე (+29, +34 გრადუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google