დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
18 აგვისტოს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.რუსმა სამხედროებმა ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, ცხინვალში, ძმათა სასაფლაოზე, წამებით და ცემით მოკლეს.

ოკუპანტებმა, წამების დროს, ტელეფონით ვიდეო გადაიღეს, სადაც ჩანს, როგორ შედგენენ ფეხებით ზურგზე უმცროს სერჟანტს და როგორ მოსთხოვეს დამამცირებლად მიწაზე კოცნა. უმძიმესი კადრები 2009 წლის იანვარში გავრცელდა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მისი იდენტიფიცირება კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, დნმ-ის ანალიზით მოხდა.

| Print |
FaceBook Twitter Google