ზურაბ ზვიადაურს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ
წინანდალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს და ჯაბა ჯანგირაშვილს, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
ამის შემდეგ თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ზვიადაურს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება,ჯაბა ჯანგირაშვილს კი რეგისტრირებული იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილია სამი ადამიანი, ორი კი დაიჭრა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდაცვლითა შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც.

| Print |
FaceBook Twitter Google