თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ,
ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ
პატიმრობა გამოიყენა, ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართაც, რომელსაც
გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
სასამართლო პროცესზე, ბრალდებულ ზვიადაურის ადვოკატები, მათი დაცვის
ქვეშ მყოფის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას
ითხოვდნენ.
ყოფილ პარლამენტარს, თავდებში უდგებოდნენ, ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა
ტალახაძე, ლაშა ბექაური, ძიუდოისტები, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ
ლიპარტელიანი და ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი. თავად
ზვიადაური, წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა და თავი დამნაშავედ არ
სცნო.
შეგახსენებთ, მკვლელობა 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ
წინანდალში მოხდა. რამდენიმე პირს შორის დაწყებული
ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც
ორმხრივი სროლა მოჰყვა.
გარდაცვლილია სამი და დაჭრილია ორი პირი.
მასალის გამოყენების პირობები