სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა გადაგვეტანა დისტანციურ რეჟიმში – თამარ გაბუნია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სკოლებში აცრის ვალდებულებასა და სწავლის განახლების პროცესზე ისაუბრა. როგორც გაბუნიამ განმარტა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ვაქცინაცია სავალდებულო არცერთ შემთხვევაში არ იქნება, ეს არის ნებაყოფლობითი. პაციენტის უფლებებიდან და საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს არის თითოეული პირის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. რაც შეეხება სასკოლო პროცესს, დაწყებაზე ჯერ ადრეა საუბარი. ჯერჯერობით ეპიდემიური სიტუაცია იმდენად მძიმეა, ახლა სასწავლო პროცესი რომ მიმდინარეობდეს, ჩვენ მოგვიწევდა საუბარი, რომ გადაგვეტანა სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში. მაგრამ როგორ განვითარდება ეპიდემიური სურათი იმ დროისთვის, როდესაც სწავლის დაწყების თარიღი მოახლოვდება, ჩვენ თავიდან ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ 

| Print |
FaceBook Twitter Google